თეატრმა „ბრამამ” თავდაპირველად მუშაობა დაიწყო როგორც დრამატულმა წრემ, მოგვიანებით გოლენიოვის კულტურის სახლის თეატრად, რის შემდეგაც შეიქმნა პოლონეთში ახლა უკვე კარგად ცნობილი  თეატრალური ანსამბლი. თეატრი „ბრამა” დააარსა დანიელ იაცევიჩმა ქალაქ გოლენიოვში,  სადაც მათი მეშვეობით  ხორციელდება  უამრავი ხელოვნებისა თუ თეატრალური პროექტები. უკვე მრავალი წელია თეატრი სიციცხლისუნარიან გარემოს სძენს ქალაქს. თეატრი აერთიანებს დიდი რაოდენობით შრომისმოყვარე და შემოქმედებით ახალგაზრდებს, რომელთა ნიჭს პატარა ქალაქის საზღვრები ვერ იტევს. მოიხედავად იმისა რომ თეატრის მსახიობები უმეტესწილად ქალაქ გოლენიოვიდან  არიან ისინი მააინც ახერხებენ გააცნონ თავისი შემოქმედება მთელ პოლონეთსა და მსოფლიოს.

                თეატრს ასევე აქვს მუდმივი საზაფხულო განყოფილება სოფელ სთშელევოში  სადაც ისინი მრავალი პროექტებით ახარებენ მაყურებელს. 2010 წელს გოლენიოვის მთავრობამ გადაწყვიტა, ასოციაციისათვის საჩუქრად გადაეცა  რეზიდენცია სოფელ დანოვოში (10 კილომეტრის დაშორებით ქალაქ გოლენიოვიდან) მათი შემოქმედების დასაფასებლად.

                თეატრი პოლონური კულტურის წარმომადგენელია 1996 წლიდან. ყველა დიდი სიხარულით ცდილობს  თავის ქვეყანაში განავითაროს ალტერნატიული თეატრი, ამიტომაც, დღესდღეისობით ათასობით  ადამიანი ღებულობს მონაწილეობას თეატრის საქმიანობაში.

                ორი  ძალზედ წარმატებული თეატრალური კომპანია დაფუძნდა თეატრ „ბრამას” მეშვეობით: თეატრი „Krzyk” ქალაქ მაშევოდან და თეატრი „W Krzywym Zwierciadle” ქალაქ სტეპნიციდან.  ისინი თავიანთ წარმატებულ საქმიანობას აწარმოებენ თეატრ ბრამასთან თანამშრომლობით.  მიუხედავად იმისა რომ მათი წარმოშობის წყარო ერთია, ისინი წარმოადგენენ არამხოლოდ თეატრ „ბრამას” ხასიათს არ, არამედ მათი კუთხის სულისკვეთებასაც.